ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა და მაგისტრის ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის!
მასპინძელი უნივერსიტეტი: ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
სასწავლო მიმართულება: მენეჯმენტი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა & 60 კრედიტის დაგროვება 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წელი (სექტემბერი-ივლისი)
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური ერაზმუსის სტიპენდია პირველი 5 თვის მანძილზე: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა და ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 19 თებერვლის 12:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა);
– მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master);
– მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1)
- ბაკალავრის დიპლომი
- ბაკალავრის დიპლომის დანართი (ინგლისურენოვანი ვერსია)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და erasmusplus@btu.edu.ge-ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანი დეტალები:
- ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან შეთანხმებით, 10 თვის პორტუგალიაში გატარების შემდეგ, სტუდენტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მაგისტრის ორ დიპლომს მიიღებს (ბტუ-ს დიპლომი + პორტუგალიური უნივერსიტეტის დიპლომი);
- დაფინანსების დეტალები: შერჩეულ სტუდენტს ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდება პორტუგალიაში 10 თვით სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და მიიღებს ყოველთვიურ 850 ევროიან სტიპენდიას პირველი 5 თვის მანძილზე;
- სტუდენტის მიერ გასაღები ხარჯებია: D ტიპის ნაციონალური ვიზის ღირებულება, ყოველთვიური საერთაშორისო ჯანმრთელობის დაზღვევა, პორტუგალიური უნივერსიტეტის დიპლომის თანხა, რომელიც ანგარიშდება ბტუ-ში დაგროვებული კრედიტების რაოდენობიდან გამომდინარე (60 კრედიტი=690 ევროს + 25 ევრო).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.