ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა BTU- ს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის
დაიწყო განაცხადების მიღება ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული სტიპენდიების მოსაპოვებლად კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანია.
სასწავლო მიმართულებები: საინფორმაციო ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერთიფიკატით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი.
სააპლიკაციო პროცესი
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 2020 წლის 24 მარტის 12:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
– მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ)
– მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (გერმანულ ენაზე)
სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი
პასპორტის ასლი
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
საინფორმაციო ბროშურა (დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პროცესს);
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected] -ზე.