გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის
გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის!
გრძელდება განაცხადების მიღება ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული სტიპენდიების მოსაპოვებლად კარლოს ტექნოლოგიური ინსტიტუტში, ირლანდია.
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (მოქმედი TOEFL, IELTS – მინიმუმ B2 დონე, CAE – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ან 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (მობილობის ზუსტი პერიოდის დადგენა მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ)
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 900 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი (ბიზნესის ადმინისტრირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები).
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 31 ოქტომბრის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
– მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ)
– მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
ü CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ü ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
ü ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
ü მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
ü სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
ü ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი
ü პასპორტის ასლი
ü შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
ü საინფორმაციო ბროშურა (დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პროცესს);
ü დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.