ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის სტაჟირების პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის!
სტაჟირების ადგილი:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კილში მდებარე რომელიმე კომპანია, ინსტიტუცია, დაწესებულება – პროგრამა განხორციელდება კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.
მიმართულება: საინფორმაციო ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის/სტაჟირების პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ან/და 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, ყოველთვიურ სტიპენდიას: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
- პასპორტის ასლი
- სამუშაო გეგმის მონახაზი (დანართი 1)
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 7 ნოემბრის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
– მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ);
– მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება გერმანული უნივერსიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანი დეტალები:
– სტაჟირების პროგრამისთვის მასპინძელ ინსტიტუციას, კომპანიას, ორგანიზაციას პოულობს თავად სტუდენტი – მასპინძელი კომპანიის მოძიების შემდეგ დოკუმენტაციის გადმოგზავნამდე გაიარეთ კონსულტაცია საგარეო ურთიერთობების სამსახურში;
– სტიპენდიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 26 სექტემბერს 15:00 საათზე ბტუ-ს სივრცეში.
დამატებითი ინფორმაცია:
– დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.