ტომას ბატას უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა – დასრულებულია
ტომას ბატას უნივერსიტეტის (ჩეხეთი) საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის!
ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს, რომელიც 2019 წლის 12-23 აგვისტოს გაიმართება.
შემოთავაზებული სასწავლო კურსებია:
CYBERNETICS AND INFORMATICS – KEY 21ST CENTURY SCIENCES
DIGITAL MARKETING IN THE 21ST CENTURY
LEAN ENGINEERING
PRACTICAL DATA ANALYSIS IN STATISTICS
QUANTITATIVE TOOLS FOR QUALIFIED MANAGERIAL DECISION MAKING
საზაფხულო სკოლის ხარჯები არ არის დაფინანსებული ჩეხური მხარის მიერ, თუმცა სარეგისტრაციო მოსაკრებელი ფარავს დაბინავების, საუზმის, სასწავლო მასალების, კულტურული ღონისძიებების ხარჯებს.
საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის შესაბამისი ოდენობის კრედიტები (3, 4 ან 5 კრედიტი).
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 30 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია სკოლის შესახებ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: