ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა განკუთვნილია საზოგადოებისთვის – ბავშვებისთვისა და ოჯახებისთვის
ციფრული წიგნიერება, რობოტიქსი, სახალისო ასტრონიმია, მეწარმეობა, უსაფთხო ინტერნეტი, ბავშვთან კომუნიკაციის მეთოდები სტრესულ გარემოში, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მარკეტინგი, ხატვის, ილუსტრაციებისა და მინიატურული წიგნების შექმნა, წიგნების პრეზენტაცია ეს იმ აქტივობებისა და ტრენინგების არასრული ჩამონათვალია რომელსაც BTU-ს ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის ატარებს.
ინტერნეტი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ის გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს განათლების მისაღებად, ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად და საჭირო ინფორმაციის ადვილად მოსაძიებლად. შესაძლებლობებთან ერთად ინტერნეტის მოხმარება მრავალ რისკს შეიცავს, რომელთა შესახებ ცოდნა აუცილებელია უსაფრთხოებისთვის – აღნიშნული საკითხების გარშემო, აქტიურად ტარდება ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.
რობოტიქსი – პროგრამირების სახალისო შესავალი ბავშვებისთვის, რომელიც სამომავლოდ მათ კარიერულ განვითარებაში, პრობლემის გადაჭრაში, კრეატიულ აზროვნებასა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოფიქრებაში ეხმარება.
ინოვაციები და სტარტაპი – გადამზადების პროგრამის მიზანია ინოვაციებისა და სტარტაპების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მეწარმეობის წახალისება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა და ამ კუთხით ბავშვებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობების გაცნობა.
ასტრონომია ბავშვებისთვის – მეცნიერება მრავალფეროვანია, მისი ზოგიერთი დარგი მოვლენათა შედარებით ვიწრო წრეს იკვლევს და ადამიანთა მცირერიცხოვანი ნაწილისთვისაა საინტერესო, ზოგიერთი კი უკლებლივ ყველას იზიდავს. ამ უკანასკნელთაგან უპირველესი ასტრონომიაა. ტრენინგების მიზანია ბავშვების ინფორმირება, თუ რა არის ასტრონომია, რაში გვჭირდება ის და რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე.
კიბერჰიგიენა – ვორქშოფების მიზანი კიბერ ეთიკის მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. ეს საკითხი დღეს საქართველოში საკმაოდ აქტუალური გამოწვევაა, რადგან ინტერნეტსივრცეში პირადი მონაცემების დაცვისა და ზოგადად, აღნიშნულის საჭიროების შესახებ ცნობადობა მეტად დაბალია. ვორქშოფების სერიაში.