კვლევითი სტრატეგია
კვლევების განვითარების სტრატეგია/დაგეგმილი სამეცნიერო კვლევითი პროექტების მოკლე მონახაზი
უნივერსიტეტში მიმდინარეობს მუშაობა დაგეგმილი კვლევების განვითარება – შესრულებაზე საქართველოში ციფრული ეკონომიკის ტრანსფორმაციის, განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით.
ძირითადი საკვლევი მიმართულება დაყოფილია რამდენიმე სფეროდ, კერძოდ: უმაღლეს სკოლებში ციფრული სწავლება ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილი პლატფორმებით. კვლევის მიზანია, დადგინდეს ხელოვნური ინტელექტის პრინციპზე აწყობილი ტექნოლოგიური პლატფორმის, როგორც ინოვაციური სწავლების მოდელის, გამოყენების შესაძლებლობები და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებები.
ჩატარებულია საპილოტე კვლევები, რომლებშიც მონაწილეობდა ბტუ-ს 33 სტუდენტი. კვლევის შედეგები სტატისტიკურად არის გაანალიზებული. მიღებული შედეგები მიღებულია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარსადგენად, მომზადებულია საკონფერენციო მოხსენება და სტატია მიღებულია დასაბეჭდად. საპილოტე კვლევის შედეგების მიხედვით იგეგმება მასშტაბური კვლევა ტექნოლოგიური პლატფორმის სხვადასხვა სასწავლო კურსში დასანერგად, სწავლების ეფექტიანობის შესწავლა და შედარებითი ფინანსური ანალიზის ჩატარება.
დაიგეგმა და ჩატარდა კვლევა განახლებადი ენერგორესურსების თვალსაზრისით საქართველოს პოტენციალის შესასწავლად. კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, რამდენად არის ათვისებული განახლებადი ენერგიის წყაროები ეკონომიკური პროგრესის მიღწევის მიზნებისათვის. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია უცხოენოვან კვლევით გამოცემაში Journal of Environmental Science and Renewable Resources სათაურით Renewable Energy Potential and Its Utilization in Georgia (განახლებადი ენერგოწყაროების პოტენციალი და მათი გამოყენება საქართველოში). კვლევის შედეგად, ასევე, გამოქვეყნდა მონოგრაფიის ტიპის წიგნი Methodological and Conceptual Basis for Energy Development in Georgia (ენერგეტიკის განვითარების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური საფუძვლები საქართველოში). წიგნის მიზანია, გააცნოს დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს კვლევის შედეგები და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები. დაგეგმილი კვლევის შედეგების მოხსენება წარდგენილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. მოხსენების თეზისი მიღებულია და იბეჭდება.
დაიგეგმა კვლევითი პროექტი თემაზე: საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის სტრუქტურისა და ცვლილებების ტენდენციების შესწავლა.
§დაიგეგმა და მიმდინარეობს კვლევა, რომლის მიზანია საქართველოს რკინიგზის ჰოლდინგის ძირითადი ინდიკატორების საფინანსო-ეკონომიკური და სტატისტიკური მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი. ფინანსურად ეკონომიკური მოდელებით [U1] მიზეზობრივი კავშირების დადგენა სარკინიგზო ტვირთის მგრძნობელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შორის. კვლევის მთავარი ამოცანა იყო რკინიგზის EVA და საქართველოს ეკონომიკის კორელაცია, CAGR მოდელს შორის ტვირთმგრძნობელობის ურთიერთობის შექმნა. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა მიზეზობრივი კავშირები სარკინიგზო ტვირთის მგრძნობელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შორის. ჩატარებული კვლევის შედეგი გამოქვეყნებულია უცხოენოვან კვლევით გამოცემაში International Journal of Business and Management სათაურით Development of Railway Silk Road as a Platform for Promoting Georgia’s Economic Growth.
პირველი ეტაპის შემდეგ დაიგეგმა კვლევის გაგრძელება მეორე ეტაპად. მიზნად დასახული იყო რკინიგზის ინდუსტრიის მიერ 2006-2019 წლებში შექმნილი დამატებული ღირებულების სტატისტიკური ანალიზი და სს „საქართველოს რკინიგზის“ ზოგად მაჩვენებლებს შორის კორელაციის დადგენა. მასზე მოქმედი ფაქტორები, საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია უცხოენოვან კვლევით გამოცემაში International Journal of Business and Management– სათაურით – Statistical and Financial Analysis of Georgian Railway`s Main Performance Indicators in 2006-2019.
- დაგეგმილი და ჩატარებული არის კვლევა, რომლის მიზანი იყო ქართული სამეწარმეო ბაზრის მზაობის დადგენა ინდუსტრიული რევოლუციის 4.0 მოთხოვნებისადმი. შესწავლილი არის მდგომარეობა მცირე და მსხვილ სამეწარმეო კომპანიებში. გამოტანილია შესაბამისი დასკვნები და წარმოდგენილია გადაჭრის შესაძლო გზები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. შედეგები გაგზავნილი და მიღებული არის საერთაშორისო კონფერენციაზე წარსადგენად, სტატია მიღებულია დასაბეჭდად.
- უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამებისთვის „ბიზნეს ადმინისტრირება (მენეჯმენტი)“, „ბიზნეს ადმინისტრირება (ფინანსები)“, „საინფორმაციო ტექნოლოგიები“, დაგეგმილი და შესრულებული კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავდა ისეთი არაპროფილური საგნებს ეფექტურად სწავლების მეთოდების შერჩევას, როგორებიცაა სასწავლო კურსები „აკადემიური წერა“ და „კვლევის მეთოდები“. კვლევის ფარგლებში ჩატარდა სწავლების მეთოდების გამოყენების შედარებითი ანალიზი. შედეგად დადგენილი და შემუშავებულია სტუდენტების ჩართულობის, საგნის ათვისების, მოტივაციის, კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და სწავლების ეფექტურობის გაზრდის გზები. მიღებული შედეგები წარსადგენად მიღებულია ორ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, მომზადებულია საკონფერენციო მოხსენებები და სტატიები მიღებულია დასაბეჭდად.
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სტრატეგიული განვითარებისთვის ჩატარებულია ადგილობრივი, სტუდენტების საჭიროებებზე დაყრდნობით კვლევა, უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილების შესწავლით შემუშავებულია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ნაბეჭდი მასალების გაციფრულების ხერხებს. მიღებული შედეგები წარსადგენად მიღებულია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, მომზადებულია საკონფერენციო მოხსენება და სტატია მიღებულია დასაბეჭდად.მიმდინარე კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ ბტუ-ს სტუდენტები (სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურებიდან) და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
- უნივერსიტეტი გახდა ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში, რომლის სტუდენტებიც ჩაერთნენ NASA-ს კოსმოსის ათვისების გლობალურ პროექტში და დაიწყეს მუშაობა განათლებაში ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ინტეგრაციაზე. პროექტი გულისხმობს კოსმოსის ათვისებას, ტექნიკური და ტექნოლოგიური საკითხების გადაჭრას, მასში მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად ჩართული იქნებიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები და სტუდენტები. უნივერსიტეტის სპეციალსიტები უკვე გადიან მომზადებას პროექტის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით. პროექტის მიხედვით, ასევე, განხორციელდება მარსის ათვისების წინასწარი საპროექტო სამუშაოები, რაც გულისხმობს მარსზე 1 000 000 ადამიანზე გათვლილი ერთიანი ინფრასტრუქტურის კონცეფციის შექმნას. HP-ის დახმარებით უნივერსიტეტში დაწყებულია ტექნიკური სივრცეების მომზადება, საიდანაც განხორციელდება საპროექტო სამუშაოები.
- კომპანია HP-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა დაიწყო მუშაობა ხელოვნური ინტელექტის პროექტზე.
უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ უკვე განხორციელებული სამუშაოების გაცნობის შემდეგ მონაცემთა დამუშავების მსოფლიოს მოწინავე კომპანიები Splunk და Qlik დაინტერესდნენ. Big Data-ს ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირება უპრეცედენტო ანალიტიკურ მანქანას ქმნის, რომელსაც მოცულობითი ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი უმოკლეს დროში შეეძლება. პროექტზე მუშაობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობით მიმდინარეობს.
- უნივერსიტეტის კვლევით ინტერესს ციფრული მეწარმეობა, ციფრული ეკონომიკა და ბიზნესში გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები წარმოადგენს. უნივერსიტეტში დაარსდა მეწარმეობის ცენტრი, რომლის ფარგლებში ჰენლის უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრთან კოლაბორაციით მიმდინარეობს საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის კვლევა.
- დაიწყო კვლევითი პროექტი IX Millennium, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბტუ და კომპანია Microsoft განახორციელებენ კვლევას კოსმოსურ პირობებში ქართული ვაზის ჯიშების მოსაყვანად და შესაბამისი ტექნოლოგიების დასანერგად. სამეცნიერო პროექტს მასშტაბური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი განვითარებისთვის საჭირო კვლევები.
- კომპანია HP-სთან პარტნიორობით ბტუ ჩაერთო NASA-ს მიერ ინიცირებულ კოსმოსის ათვისების გლობალურ სამეცნიერო პროექტში, რომლის ფარგლებშიც აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ შემუშავდა „მომავლის განათლების“ კონცეფცია, ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის განათლების პროცესში ინტეგრირების ინსტრუმენტების შემუშავება, კვლევა და განვითარება; კვლევით პროექტზე მუშაობისას სპეციალისტებმა შექმნეს პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტი „Digital Mind“, რომელიც განათლების პროცესს უფრო ხელმისაწვდომს, სწრაფსა და მოსახერხებელს ხდის.
- უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულია „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტი, რომელიც გულისხმობს წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ელექტრონული სავაჭრო სივრცის პორტალის შექმნას, კვლევასა და განვითარებას. კვლევაში ბტუ-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ტექნიკური ჯგუფი, კომპანია Microsoft და საქართველოს ფინანსთან სამინისტრო მონაწილეობენ და ის რამდენიმე ეტაპად იყოფა.