BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
2 ივლისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირშისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო ენუქიძის, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან,
წამყვან ტექნოლოგიურ პარკებთან და კომპანიებთან; მოხდა შეთანხმება გერმანული ენის, როგორც არჩევითი საგნის, დანერგვაზე BTU–ში.