ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა მასშტაბური კვლევის პროექტის დაიწყო. პროექტის განხორციელებაში ერთვებიან საქართველოში არსებული მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი. პროექტის პრეზენტაციას ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი გიორგი ბაქრაძე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია გაუძღვნენ. პროექტი გულისხმობს საქართველოს ადამიანური კაპიტალის შეფასებასა და მისი განვითარების სტრატეგიის, საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განსაზღვრას. სწორი უნარ-ჩვევების განვითარება აუცილებელია ქვეყანაში სტრატეგიული სექტორების მხარდასაჭერად, აგრეთვე ადამიანების შრომის ბაზარში ჩართვისა და მათ დასაქმების ხელშეწყობისთვის.
კვლევის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ მასზე მუშაობის ფარგლებში განხორციელდება გლობალური ტენდენციების ანალიზი, შეფასდება საქართველოში არსებული რესურსი, მოხდება იმ სფეროების იდენტიფიცირება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე, კვლევითი პროექტის დასასრულს მოხდება რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება.
კვლევის პრეზენტაციას “შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის” ხელმძღვანელი, ზვიად გაბისონია დაესწრო. მისი თქმით, სამეცნიერო სფეროში დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში აქცენტი სამეცნიერო კვლევის კომერციალიზაციაზე კეთდება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.