ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ტექნიკური მხარდამჭერია!
28 ივნისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ტექნიკურ მხარდამჭერასა და საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ პარტნიორობასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების მოსამზადებლად BTU-ში სპეციალური ლაბორატორია შეიქმნა, სადაც მაღალი წარმადობის კომპიუტერებით ნაკრების წევრთა მომზადება მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის სტუდენტემბა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე ონლაინ პროექტში, “მილიონი სვლა” მიიღეს მონაწილეობა.