დიმიტრი ქუმსიშვილის ლექცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოვა საჯარო ლექციით თემაზე „საქართველოს ეკონომიკა“.
საჯარო ლექციაში პირველი ვიცე-პრემიერი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ხედვას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების შესახებ.
მათ შორის, ყურადღება გამახვილდება საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საჯარო კერძო თანამშრომლობის სქემაზე, ლარიზაციაზე, სივრცითი დაგეგმარებაზე, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, წიაღის მართვის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სხვ.