სტარტაპ კურსი
სტარტაპერი (www.startuperi.ge) თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანია ქვეყანაში გაჩნდეს მეტი წარმატებული სტარტაპი. ერთი მხრივ, თიბისი ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ზოგადად, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, ბანკი ინვესტიციას ახორციელებს მომავალში. პროგრამა სტარტაპერი თიბისი ბანკის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც ქვეყნის სტარტაპგარემოს გაუმჯობესებაში შეაქვს წვლილი.
▪ სტარტაპ კურსის მიზანია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებში სტარტაპ კულტურისა და აზროვნების დამკვიდრებას, ახალგაზრდებს მივცეთ საბაზისო ცოდნა და ინსპირაცია იმისა, რომ მუდამ ეძიონ და რეალობად აქციონ საინტერესო, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და შექმნან ახალი შესაძლებლობები.
▪ კურსი მოიცავს სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომელიც აერთიანებს სტრატპის განვითარების სრულ ფაზას – იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე.
კურსის ფარგლებში, მსმენელები მოისმენენ სტარტაპისთვის საჭირო და საინტერესო ლექციებს, ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიიღონ მათგან რჩევები და რეკომენდაციები, დაესწრონ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპ თემის გარშემო და მოამზადონ ბიზნეს საპრეზენტაციო იდეები. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება Startup Safari-ს (http://startupsafari.com/) ერთ-ერთ საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაზე.
პრეზენტაციაზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს.