მედიაჰაკათონი სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში დასრულდა
“სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში” 3 დღიანი მედიაჰაკათონი “ინოვაცია ონლაინმედიაში” დასრულდა.
ჰაკათონის მონაწილეებმა იმუშავეს პროექტებზე, იდეებისა და ტექნოლოგიური რესურსების შემუშავებაზე, რომლებიც მედიას კონტენტის შექმნაში, მის მონეტარიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდაში დაეხმარება.
ჰაკათონში მონაწილეობდნენ 2-4 პირისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებსაც აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური იდეა და მისი განხორციელების სურვილი ჰქონდათ.
ჰაკათონის ორგანიზატორი “ინტერნიუსი – საქართველო” “ინტერნიუს – ნეტვორქთან ერთად”
პროექტში ჩართული და ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო მედია ჰოლდინგი “პალიტრა”
“ინტერნიუსი-საქართველოს” პროექტის დირექტორის, მაია მიქაშავიძის განმარტებით, მედიაჰაკათონის მიზანია, ონლაინ მედიის განვითარება და ტრადიციული მედიის ვებ მიმარულებით განვითარებაც.
მედიაჰაკათონში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილე ორმა გუნდმა გაიმარჯვა!
ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, თითოეულ გამარჯვებულს გრანტის სახით 4,500$ დაფინანსება გადაეცა.
გუნდი “SAMI” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტებისა და სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელმაც საპრიზო გრანტი მოიპოვა;
გუნდი “MEDIA-M” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტისაგან შექმნილი, მეორე გამარჯვებული გუნდია.
ვულოცავთ გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას!