პროგრამა დამწყები მეწარმე ქალებისთვის
მეწარმეობის ცენტრი ქალების მიერ შექმნილი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდასაჭერად, გადამზადების პროგრამას იწყებს.
პროგრამის მიზანია, მეწარმე ქალებს შესთავაზოს ინტენსიური სალექციო კურსი, რომელიც მათ დაეხმარება გაიგონ მეტი ბიზნესის განვითარების და ქვეყანაში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
პროგრამა დაფარავს ისეთ თემებს როგორიცაა:
შესავალი და ბიზნეს მოდელი;
გრანტები და თანადაფინანსების პროექტები;
დაფინანსების შესაძლებლობები საბანკო სექტორში;
თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები;
ბრენდი და კომუნიკაცია;
ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები;
საქართველოს სავაჭრო პალატა და მისი სერვისები.