ზვიად გაბისონია
ზვიად გაბისონია არის იურიდულ მეცნიერებათა დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის – „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ხელმძღვანელი. იგი ასევე გახლავთ USAID-ის ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართალსა და პოლიტიკაში, სსიპ საჯარო მმართველობის ბიუროს ექსპერტი ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებში, სსიპ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ექსპერტი სამართლის ტექნოლოგიებში და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის და კრიმინოლოგიის აკადემიის წევრი.
წლებია ზვიად გაბისონია აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას კერძო (ტექნოლოგიების სამართალი, ინტერნეტ სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, საბანკო სამართალი) და საჯარო (ციფრული მმართველობა, საბანკო ზედამხედველობის სამართალი, საერთაშორისო სავაჭრო სამართალი) სამართლის მიმართულებით. იგი არის 6 წიგნის და 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 100-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, მრავალი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის, 10-მდე პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე, სამეცნიერო პროექტების ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტების მკვლევარი.
ზვიად გაბისონია ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტებს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემების ფარგლებში: „ხელოვნური ინტელექტის გავლენა მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტურ განხორციელებაზე”, “ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პოლიტიკა საგზაო უსაფრთხოებაში”, “არმ პროცესების AI ტრანსფორმაცია საჯარო სექტორში”, “საქართველოს ციფრული ჯანდაცვის პოლიტიკა და დანერგვის სტრატეგია”.
ბტუ-ს „ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ზვიად გაბისონიას სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- ციფრული მმართველობასა და ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა მთავარი მომხსენებელის, პანელის მონაწილის რანგში;
- სამეცნიერო პუბლიკაციები;
- სამეცნიერო საგრანტო პროექტები, მათ შორის საერთაშორისო დონორების დაფინანსებით;
- საქართველოს მთავრობის კონსულტირება ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე;
- საქართველოს მთავრობის სსიპ საჯარო მმართველობის ბიუროს და სსიპ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს კონსულტირება ციფრული მმართველობის დანერგვის გამოწვევების დაძლევის გზებზე;
- საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „ციფრული მმართველობის ეროვნული სტრატეგიის 2024-2029 თანაავტორობა;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის „სახელმწიფო სერვისებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები თანაავტორობა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და გერმანიის ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით;
- USAID National Governance Program-ის გრანტი – ციფრული მმართველობის დანერგვა საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე – მთავარი ექსპერტი ცირფულ მმართველობასა და ხელოვნურ ინტელექტში;
- ფრინდრიხ ებერტის ფონდის გრანტი – „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ მონოგრაფიის შექმნა, გამოცემა, პოპულარიზაცია პროექტის ხელმძღვანელი და მთავარი ექსპერტი;
- CIF საგრანტო პროგრამის – „მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება პათოლოგიური ანატომიის სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულების და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად“ – მთავარი ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ საკითხებში;
- USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის გრანტი – „სამართლის ინოვაციური ლაბი“ (Justice Inovation Lab) შექმნა სამართლის ტექნოლოგიების დასანერგად – პროექტის ხელმძღვანელი;
- US Embassy Alumni Grant – GenZ სმარტ აკადემია – ზამთრის სკოლა (ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა) – პროექტის ხელმძღვანელი;
- საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) – დამფუძნებელი და ბორდის წევრი