ჟან მონეს PEU-C-E პროექტის ვორქშოფი თბილისში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ა/წ 23 ივნისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვორქშოფი: „კიბერ ჰიგიენა“ გაიმართა.
ღონისძიების სამიზნე ჯგუფი გახლდათ სკოლის მოსწავლეები.
შეხვედრას უძღვებოდა ექსპერტი, პროფესორი ანდრო გოცირიძე.
20 რეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან ღონისძიებას ფიზიკურად 20 მათგანი დაესწრო.
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.