ზამთრის სტარტაპ BOOTCAMP
ბრიტანეთის საბჭოს პროექტ “შემოქმედებით ნაპერწკალის” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჰენლის ბიზნეს სკოლასთან პარტნიორობით აცხადებს მიღებას ზამთრის ბუთქემფში მონაწილეობის მსურველთათვის.
ბუთქემფის ინტენსიური სესიების დროს, სტარტაპერები იმუშავებენ იდეისა და ბიზნეს გეგმის სრულად დახვეწაზე, პრეზენტაციისა და ფიჩის მომზადებაზე.
ბუთქემფის დასრულების შემდეგ მონაწილეები წარადგენენ მათ იდეას “Big Idea Challenge”-ის ფარგლებში გამართულ ლოკალურ კონკურსში და ჩაწერენ ვიდეო ფიჩს, რომლის მეშვეობითაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსში.
გამარჯვების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ ფულად პრიზს და/ან გაემგზავრებიან ლონდონში, გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს და ჩაერთვებიან საერთაშორისო კონკურსში. ასევე, ექნებათ ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა.
კანდიდატებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სტარტაპების დემო დღეზე.
რეგისტრაცია დაიწყება 10 იანვარს 09:00 საათზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 თებერვალი, 18:00 საათი.
ბუთქემფის შეხვედრები გაიმართება 8-9 და15-16 თებერვალს.