Women in Tech – ვორქშოფები: თელავი, ქუთაისი, ბათუმი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს სამ ქალაქში თელავში, ქუთაისსა და ბათუმში (დისტანციური ფორმატი) ჩატარდება ვორქშოფები, ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით.
აღნიშნული შეხვედრები ემსახურება ტექნოლოგიების მიმართულებით ქალთა ცნობიერების ამაღლებას.
პროექტში მონაწილე ყველა ბენეფიციარისთვის, შეხვედრა სრულად დაფინანსდება აშშ–ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრა თელავში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდება.
შეხვედრის მონაწილე წევრებს საშუალება ექნებათ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღონ შემდეგი მიმართულებით:
- თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდები
- პროგრამული უზრუნველყოფა
- ვებ აპლიკაციების შექმნა;
- წამყვან პროგრამულ ენებზე მუშაობის გამოცდილება მათ შორის (HTML; CSS; JavaScript; Typescript; Angular; NodeJs)
შეხვედრები ჩატარდება:
- თელავი: 10-11 ოქტომბერი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თელავის ტექნო ჰაბი
- ქუთაისი: 18 – 19 ოქტომბერი
- ბათუმი: 24-25 ოქტომბერი (დისტანციური ფორმატი)
ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც გაივლის რეგისტრაციას ბმულზე