women in tech-ის ქართველი წარმომადგენელი ანა ლომთაძე გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Tech-ის წარმომადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის ამბასადორიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების უფროსი, ანა ლომთაძე, გახდა.
Women in Tech წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომლის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიების სფეროში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი WIT-თან თანამშრომლობით განახორციელებს პროექტებს და აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნას, ტექნოლოგიების სფეროში.