Women in AI – BTU-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი, მასშტაბური პროექტი იწყება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას ახალი ფართომასშტაბიანი პროექტის – ქალები ხელოვნურ ინტელექტში ბენეფიციართა პირველი ნაკადის შესარჩევად.
მნიშვნელოვანი თარიღები:
აპლიკანტების რეგისტრაცია – 21 დეკემბერი, 2023 – 5 იანვარი, 2024
ბენეფიციარების შერჩევა – 8-24 იანვარი, 2024
სწავლის დაწყება – 1-9 თებერვალი, 2024
პროგრამაზე დაშვების პროცედურები:
პროგრამაზე დაშვების მიზნებისთვის მსმენელი ვალდებულია:
• შეავსოს ბტუ-ის მიერ წინასწარ შემუშავებული წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა;
• გაიაროს ბტუ-ის მიერ ორგანიზებული ლოგიკური აზროვნებისა და ტექნიკური კომპეტენციის შეფასების ტესტირება, მიიღოს დადებითი შეფასება და სარეიტინგო სიის მიხედვით მისი შედეგი საკმარისი იყოს კონკრეტული ტექ მიმართულებისთვის განსაზღვრული კვოტისთვის;
• პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილების მიზნით, გაიაროს ბტუ-ის მიერ ორგანიზებული ტესტირება ინგლისურ ენაში. ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელ მოქმედ საერთაშორისო სერტიფიკატს – IELTS, TOEFL, FCE ან უსდ-ის დიპლომს, სადაც მითითებული იქნება, რომ სწავლების ენა არის ინგლისური. სერტიფიკატის გაცემიდან არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი.

ასაკობრივი კატეგორია: 16+
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა .
რეგისტრირებული კანდიდატები დამატებით დეტალებს შესარჩევი პროცესის შესახებ მიიღებენ ელ-ფოსტის საშუალებით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 5 იანვარი.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით.