ვორქშოფი: „უსაფრთხო ინტერნეტი“
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ა/წ 8 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვორქშოფი: „უსაფრთხო ინტერნეტი და სოციალური ქსელები“ გაიმართა.
ღონისძიების სამიზნე ჯგუფი გახლდათ სკოლის მოსწავლეები.
შეხვედრას უძღვებოდა ექსპერტი გიორგი იაშვილი.
ღონისძიებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფიზიკურად 19 სკოლის მოსწავლე დაესწრო.
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.