ვორქშოფი თელავში: „უსაფრთხო ინტერნეტი და სოციალური ქსელები“
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ა/წ 19 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა რეგიონული ვორქშოფების სერია სკოლის მოსწავლეებისთვის: „უსაფრთხო ინტერნეტი და სოციალური ქსელები“ ქალაქ თელავში გამართა.
შეხვედრებს უძღვებოდა ექსპერტი: გიორგი იაშვილი.
55 სკოლის მოსწავლე დაესწრო ინტენსიურ ვორქშოფს რეგულაციებისა და დისტანციის დაცვით ქალაქ თელავში.
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.