ვორქშოფი მშობლებისთვის: უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისთვის
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ა/წ 19 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვორქშოფი მშობლებისთვის: “უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისთვის” გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი – ანდრია გოცირიძე.
ფიზიკურად 10 დაინტერესებული მშობელი დაესწრო.
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.