ვორქშოფების სერია სკოლის მასწავლებლებისა და ლექტორებისთვის: უსაფრთხო ინტერნეტი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ა/წ 26 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვორქშოფების სერია სკოლის მასწავლებლებისა და ლექტორებისთვის: “უსაფრთხო ინტერნეტი” გაიმართა.
შეხვედრებს უძღვებოდა პროფესორი – ანდრია გოცირიძე.
ღონისძიებებს ფიზიკურად 20 ადამიანი დაესწრო.
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.