![VIVA Solutions-ისა და BTU-ს მემორანდუმის პრეზენტაცია 1 ca7a3103533970a7ca6a7e5d1da305ab](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/ca7a3103533970a7ca6a7e5d1da305ab.jpg)
VIVA Solutions-ისა და BTU-ს მემორანდუმის პრეზენტაცია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია “VIVA SOLUTIONS“-ს შორის, მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიაში მიმდინარე მაღალტექნოლოგიურ პროექტებში „BTU“-ს სტუდენტები ჩაერთვებიან.
მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები, მათ შორის, პირველკურსელები შეძლებენ, რომ ჩაერთონ კომპანიის მიმდინარე პროექტებში და პრაქტიკული ცოდნა შეიძინონ.
„Smartstudent“-ის ფარგლებში სტუდენტების დასაქმება, გადამზადება, სტაჟირება, ინოვაციური მაღალტექნოლოგიური პროექტების განხორციელება – ეს ის მიმართულებებია, რომელთა შესახებაც კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრეს.