VISION AI
გუნდის წევრები: გეგა თათულიშვილი
პროექტი, რომლის მიზანია მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი და მძლავრი სისტემის შექმნა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
პროექტის განვითარება და მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით: მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, სახის ამომცნობი სისტემები, ქართული ხელნაწერების გამშიფვრელი სისტემა, ქართულად მოსაუბრე ვირტუალური ასისტენტი, გარემოს აღმქმელი და გამაანალიზებელი ყველაზე მძლავრი სისტემა, თვითმართვადი აპარატები და აშ. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც შეიქმნა და რომლებზეც მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, განვითარება და სხვადასხვა პროექტებში დანერგვა.
ერთერთი წარმატებული პროექტია DigitalMed, რომელიც პირველი ქართული ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული სისტემაა სამედიცინო სექტორისთვის.
ასევე მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის განათლებაში დანერგვა, რომელიც სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს, სახალისოს და ეფექტურს გახდის.