Viber, MIT, ვენჩურული ფონდები და სხვა — BTU-მ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად Techworking Georgia-ს უმასპინძლა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 18 მაისს მასშტაბური ღონისძიება Techworking Georgia გაიმართა.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილს აერთიანებდა – Pitch Yourself – სტუდენტების Showcase, სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსსა და Angel ინვესტორებთან Networking სესიას.
სტუდენტების სტარტაპების საგრანტო კონკურსზე განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ სტუდენტურ სტარტაპებს 5,000-ლარიანი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდათ. სტუდენტების მიერ წარდგენილი სტარტაპები სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც ასე გამოიყურებოდა:
- Anna Eckhoff, MIT
- მარიამ შარანგია, GITA
- სალომე კუკავა, Globalize
- ქეთი ქვარცხავა, Shark Tank Georgia
- ლაშა გორგოშიძე, Startup Georgia
- ანკა თოთიბაძე, TBC
- გური ქოიავა, Startup Buro
რაც შეეხება ღონისძიების მეორე ნაწილს, ის ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული სტუდენტების Showcase – Pitch Yourself-ს დაეთმო, რომელმაც საერთაშორისო IT კომპანიები და ამ სფეროში მომუშავე BTU-ს სტუდენტები გააერთიანა:
სტანდარტული გასაუბრების ნაცვლად, სტუდენტებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარ ცოდნასა და უნარებისთვის დემონსტრირება სხვადასხვა მიმართულებით გაეკეთებინათ: Web/Mobile/Android აპლიკაციას, Web/Mobile/Android დიზაინს, UI/UX დიზაინ პროექტს, ალგორითმს/კოდს, შექმნილს ნებისმიერი პროგრამული ენის გამოყენებით, ღია წყაროების ანალიზს და სხვა.
ღონისძიების საბოლოო კომპონენტი პანელური დისკუსია იყო, თემაზე “Fundraising 101”, რომლის ფარგლებშიც BTU-ს გლობალური სტარტაპ ფონდის ქსელის ინვესტორები, საერთაშორისო ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები და სტარტაპები საკუთარ ხედვებსა და გამოცდილებებს დამსწრე საზოგადოებას უზიარებდნენ:
- Anna Eckhoff, MIT GSW
- Dorin Hoft, Viber Keynote
- იური სადოევი, GITA
- Gega Tsurtsumia, Payze
- Meni Benish, Angel Investor, Global Startup Foundation
- ანა რობაქიძე, Theneo
Techworking Georgia-ს ღონისძიების, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი Rakuten Viber–ის წარმომადგენლის, დორინგ ჰოფტის, გამოსვლა იყო თემაზე “Tech Landscape of Georgia”. Rakuten Viber საქართველოში 2022 წლიდან შემოდის და თბილისში ახალ ოფისს ხსნის. Viber-ის წარმომადგენლობა სამომავლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.
„Techworking Georgia ეს არის ძალიან საინტერესო ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა სტუდენტების სტარტაპ კონკურსი, Pitch Yourself კონკურსი IT მიმართულების სტუდენტებისთვის, რომელთაც შევახვედრეთ საქართველოში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო IT კომპანიებს და პანელური დისკუსია, რომელიც ინოვაციების ეკოსისტემის სხვადასხვა წევრებს აერთიანებდა. ასევე, ძალიან საინტერესო იყო Keynote სპიკერი, რომელიც კომპანია Viber-დან გვყავდა მოწვეული“, — აღნიშნა BTU-ს რექტორმა, ნინო ენუქიძემ.
„მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. Viber-ი ყოველთვის ცდილობს, გაფართოვდეს იმ ქვეყნებში, სადაც პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს მოსახლეობა აქტიურად იყენებს Viber-ს. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მეტი ვისაუბროთ Viber-ის შესახებ, რატომ ვხედავთ საქართველოში პოტენციური ზრდის შესაძლებლობას და ველოდებით, რომ პირისპირ შევხვდებით ინვესტორებს, სტუდენტებს, სტარტაპებსა და ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას“, — აღნიშნა Viber-ის წარმომადგენელმა, დორინ ჰოფტმა.