ვახტანგ ჭარაია
ვახტანგ ჭარაია არის ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. წლებია, ვახტანგ ჭარაია აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას ეკონომიკის, ფინანსებისა და ანალიტიკის მიმართულებით.
ვახტანგ ჭარაია აქტიურად არის ჩარული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. არის 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 50-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, 10-მდე სამეცნიერო პროექტის ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე და მკვლევარი.
ვახტანგ ჭარაია ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემის ფარგლებში: „ციფრული აბრეშუმის გზა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების როლი“.
იგი გახლავთ: ანადოლუს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი (თურქეთი), ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (B&H) სარედაქციო საბჭოს წევრი; მსოფლიო ეკონომიკური ასოციაციის“ (დიდი ბრიტანეთი) წევრი, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრი “Research World” (ინდოეთი), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურში (DAAD) მრავალგზის გრანტიორი, ჟურნალის Advances in Science, Technology and Engineering Systems Journal (ASTESJ) (პოლონეთი) რეცენზენტი, „Cambridge Scholars Publishing“-ის (დიდი ბრიტანეთი) მრჩეველთა საბჭოს წევრი და ჟურნალ „ცენტრალური აზია და კავკასია“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ვახტანგ ჭარაიას სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში (რჟეშოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი)) განხორციელებული მოკლევადიანი ვიზიტები ერთობლივი პროექტების, კვლევების, ინიციატივების ინიცირების მიზნით.