ვახტანგ ჩქარეული
ვახტანგ ჩქარეული არის ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და ხელმძღვანელობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამას. წლებია, ვახტანგ ჩქარეული აქტიურად არის ჩართული პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობაში ფინანსებისა და ანალიტიკის მიმართულებით.
ვახტანგ ჩქარეული ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 10-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, 10-მდე პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე, 5-მდე სამეცნიერო პროექტის ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე და მკვლევარი.
ვახტანგ ჩქარეული ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემის ფარგლებში: “ციფრული მმართველობის გავლენა AI ტექნოლოგიების დანერგვაზე ადამიანური რესურსების მართვის პროცესებში – საქართველოს საჯარო სექტორის მაგალითზე”.
- ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ვახტანგ ჩქარეულის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია: ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის, DAAD-ისა და ვირტუალური მობილობის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია), ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლა (ლატვია), კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა)) განხორციელებული მოკლევადიანი ვიზიტები ერთობლივი პროექტების, კვლევების, ინიციატივების ინიცირების მიზნით;
- გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ROLA – Research Oriented Learning Analysis პროექტის აკადემიური კოორდინირება ერთობლივი კვლევების ხელშეწყობის მიზნით;
- Association of Chartered Certified Accountants (ACCA)-სა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის არსებული ინსტიტუციური თანამშრომლობის აკადემიური კოორდინირება.
Tag:მკვლევრები