უსაფრთხო ინტერნეტის დღე BTU-ში
8 თებერვალს საერთაშორისო უსაფრთხო ინტერნეტის დღეა, რომლის ფარგლებშიც BTU-ს ორგანიზებით რამდენიმე ტრენინგი ჩატარდა.
ღონისძიებას 175 ადამიანი დაესწრო.
სპიკერები:
– ანდრო გოცირიძე, BTU-ს პროფესორი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი
– გოგიტა ღვედაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამების დირექტორი/GCSD დირექტორის მოადგილე, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
– ლუკა მგელაძე, კიბესურაფრთხოების ბიუროს დირექტორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
შეხვედრის სამუშაო ენა: ქართული
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის PEU-C-E-ს ფარგლებში გაიმართება. PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.