UNICEF – გაეროს ბავშვთა ფონდმა, ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, “ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისათვის” შეხვედრა BTU-ში გამართა.
UNICEF – გაეროს ბავშვთა ფონდმა, ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, “ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისათვის” შეხვედრა BTU-ში გამართა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მხარდაჭერის სახელმწიფო მექანიზმების შესახებ და იმსჯელეს ერთობლივ ინიციატივებზე, როგორებიცაა ახალგაზრდების უნარების განვითარების სამოქმედო გეგმა და პოზიტიური მშობლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მრჩეველთა საბჭოს მიზანია უზრუნველყოს ბავშვის უფლებების პატივისცემა და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას სამუშაო სივრცეში, შრომის ბაზარსა და ზოგადად, საზოგადოებაში.