ცვლილებები ღია აკადემიური კონკურსის ვადებთან დაკავშირებით
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2024 წლის 04 ივნისის N02-135 ბრძანებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები და საკონკურსო წარმოებასთან დაკავშირებული ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:
კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 16.07.2024 – 29.07.2024;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 30.07.2024 (18:00 საათი);
- საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 31.07.2024;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 01.08.2024 – 02.08.2024;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 05.08.2024 – 12.08.2024;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 13.08.2024;
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 19.08.2024.