ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) საერთაშორისო შემოდგომის სკოლა ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებისთვის!
ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) საერთაშორისო შემოდგომის სკოლა ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებისთვის!
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის სავარაუდო პერიოდი: 2023 წლის ნოემბრის ბოლო-დეკემბრის დასაწყისი
მობილობის ხანგრძლივობა: 11 დღე
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება,
დღიური სტიპენდია: 42 ევროს ოდენობით
საერთაშორისო შემოდგომის სკოლა სრულად ფინანსდება DAAD-ის ROLA – Research Oriented Learning Analysis პროგრამის მიერ.
კვლევითი ვიზიტი გერმანიაში, ქალაქ ცვიკაუში (გერმანია) ემსახურება კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, სადაც სტუდენტები თავს მოიყრიან გერმანიის, საქართველოს და ყირგიზეთის უნივერსიტეტებიდან. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს მიეცემათ სამუშაო თემები (ძირითადად ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებებიდან), რომლებიც მათ უნდა დაამუშაონ გუნდურად. თითოეული გუნდი ფორმირდება სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებისგან, რათა ხელი შევუწყოთ როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ კოლაბორაციას.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 12 სექტემბრის 12:00 საათისა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი
- მეილზე დანართის სახით გადმოგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation).
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება BTU-ს კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან.
კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება: 0-10
- მოტივაცია: 0-10
- ზეპირი პრეზენტაცია/ენობრივი კომპეტენცია: 0-10
დამატებითი ინფორმაცია:
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.