ცოტნე ჟღენტი
ცოტნე ჟღენტი არის ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. წლებია, აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას (როგორც სამეცნიერო კვლევის, ასევე ბიზნეს კვლევების მიმართულებით). არის ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) სამეცნიერო კომიტეტის წევრი და ევროპული კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტის (EIRD) საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი.
ცოტნე ჟღენტი წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი ძირითადი საკვლევი მიმართულებებია: მაკროეკონომიკა, ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადი განვითარება. არის საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტების მონაწილე და მკვლევარი.
ცოტნე ჟღენტი ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემის ფარგლებში: „პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) საქართველოში (სექტორული ანალიზი)“.
ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ცოტნე ჟღენტის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია: სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნება საერთაშორისო ჟურნალებში, 20-მდე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მომხსენებლის და სამეცნიერო კომიტეტის წევრის სტატუსით, საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციების რეცენზირება.
- ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ცოტნე ჟღენტის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (ტუშის უნივერსიტეტი (იტალია), ლუბლიანის ბიზნესის სკოლა (სლოვენია), რჟეშოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი)) განხორციელებული მოკლევადიანი ვიზიტები ერთობლივი პროექტების, კვლევების, ინიციატივების ინიცირების მიზნით;
- გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ROLA – Research Oriented Learning Analysis პროექტის აკადემიური კოორდინირება ერთობლივი კვლევების ხელშეწყობის მიზნით;
- ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების „საქართველოსა და უკრაინის უსდების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით“ (HEIn4) პროექტის ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში – სტოკჰოლმის ტექნოლოგიური სამეფო ინსტიტუტი (KTH) განხორციელებული მოკლევადიანი ვიზიტები ერთობლივი პროექტების, კვლევების, ინიციატივების ინიცირების მიზნით.