ციფრული წიგნიერების ტრენინგი ბავშვებისა და მშობლებისთვის
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სხვადასხვა ტრენინგებს და ღონისძიებებს უმასპინძლებს.
დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/tBEiv2mbZyLAQfSd6
- ციფრული წიგნიერების ტრენინგი მშობლებისთვის
დრო: 1 ნოემბერი 19:00-20:00
ვორქშოფი მოიცავს შემდეგ თემებს: ბავშვების აღზრდა ციფრულ ეპოქაში, ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ სწავლება, კიბერჰიგიენა და კიბერეთიკა, მოზარდების ონლაინცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები, კიბერბულინგი და სიძულვილის ენა ინტერნეტში.
- ციფრული წიგნიერების ტრენინგი მე-9-12 კლასის მოსწავლეებისთვის
დრო: 6 ნოემბერი 19:00-20:00
ვორქშოფი მოიცავს შემდეგ თემებს: ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება, ინტერნეტში თავის წარმოჩენა, ინტერნეტის ეთიკა და ქცევის ნორმები, ეტიკეტი და ნეტიკეტი
სპიკერი: მარიკა სიხარულიძე, BTU-ში ციფრული წიგნიერების კურსის ლექტორი
ფორმატი: დისტანციური