ციფრული სტარტაპ ბუთქემფი
ციფრული სტარტაპ ბუთქემფი, დისტანციური დემო დღე და ფულადი საპრიზო ფონდი – მნიშვნელოვანი ინციატივა სტარტაპ ეკოსისტემისთვის, რომელსაც BTU ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.
კორონავირუსის ინფექციის (COVID – 19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ბუთქემფი ჩატარდება ონლაინ.
ბუთქემფის ინტენსიური სესიების დროს, სტარტაპები იმუშავებენ იდეისა და ბიზნეს გეგმის სრულად დახვეწაზე და ერთ წუთიანი ვიდეო ფიჩის მომზადებაზე. ბუთქემფის მიმდინარეობისას მონაწილეები ჩაწერენ ერთ წუთიან ვიდეოებს, საუკეთესოს კი გადაეცემა ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით.
ბუთქემფის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პროექტ “შემოქმედებითი ნაპერწკალის” ფარგლებში დაგეგმილ იდეაფესტის კონკურსში. იდეაფესტის გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს 1000 ფუნტის ოდენობით.
ბუთქემფის მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო “Big Idea Challenge”-ის კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. გამარჯვების შემთხვევაში, სტარტაპი მიიღებს ფულად პრიზს, ლონდონში გამგზავრების შესაძლებლობას, გაივლის ინტენსიურ ტრენინგს და ჩაერთვება საერთაშორისო კონკურსში. გუნდს ექნება ინვესტორების მოძიების შესაძლებლობა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 მარტი.
ბუთქემფი ჩატარდება 28-29 მარტს და 4 აპრილს ონლაინ.
გაიარეთ რეგისტრაცია