ციფრული მედიის სასერტიფიკატო პროგრამა (დასრულებულია)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ციფრული მედიის სასერტიფიკატო პროგრამა სტუდენტებისთვის – პირველი ეტაპი დასრულდა
BTU Digital Media School-ის პირველი ნაკადის გადამზადება დასრულდა. საწყის ეტაპზე შერჩეულმა 20-მა სტუდენტმა ციფრული მედიის კურსი სრულიად უფასოდ გაიარა.
პროგრამის ფარგლებში 10 შეხვედრა გაიმართა, რომელთა განმავლობაშიც სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე : Google Ads, Facebook Ads, Email Marketing, მზა პლათფორმები, საიტის დიზაინი, Social bakers, Facebook analytics, კონტენტის შექმნის პრინციპები,სოციალური მედია კამპანიები.
კურსს სოციალური მედიის ექსპერტი და ინტერნეტ მარკეტინგის სპეციალისტი გიორგი კენჭუაშვილი უძღვებოდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ციფრული მედიის სასერტიფიკატო პროგრამა მაისიდან ამოქმედდა.
Tag:დასრულებულია