ციფრული გიდის აპლიკაციის პრეზენტაცია
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ციფრულ გიდის პრეზენტაცია გაიმართა.
ციფრული გიდის აპლიკაციის „არეალის“ ფუნქციაა, მომხმარებელს მიაწოდოს აუდიო თუ ტექსტური ინფორმაცია ეთნოგრაფიული მუზეუმისა და იქ არსებული ეთნოგრაფიული სახლების შესახებ. მუზეუმში არსებული პლანშეტების საშუალებით დამთვალიერებელი დაასკანერებს სპეციალურ ნიშნებს, რომლებიც განთავსებულია ამა თუ იმ სახლის წინ და მიიღებს შესაბამის ინფორმაციას.
აპლიკაცია გამორჩეულია იმითაც, რომ საინფორმაციო ტექსტს ახლავს თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით. დამთვალიერებლებს ციფრული გიდის გამოყენება ქართულ და ინგლისურ ენაზე შეუძლიათ.
აპლიკაცია „არეალი“ შექმნილია გაფართოებული რეალობის (Augmented Reality) პლატფორმაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში.