ციფრულ გარემოში ინფორმაციული წიგნიერების ხელშეწყობა ქალებისთვის საქართველოში
დონორი: UNESCO
პროექტის განხორციელების ვადები: 2022-2023 წლები
დაფინანსების სქემა: UNESCO IFAP
პროექტის სტატუსი: დასრულებული
“Promoting Information Literacy in Digital Environment among Women in Georgia” – BTU-ს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც ემსახურება მონაწილეთა ინფორმაციული წიგნიერების და ციფრული უნარების გაზრდას. პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს ქალების მონაწილეობას ტექნოლოგიებში და გაზრდის მათ მზაობას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.
პროექტის ფარგლებში, UNESCO-ს მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული და ციფრული წიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებელი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, ტექ ინგლისურში, ინფორმაციულ წიგნიერებასა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით გადამზადდა ქართველი და უკრაინელი დევნილი ქალები; ასევე, შეიქმნა პროგრამის კურსამთავრებულთა ქსელი, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეთა შორის ცოდნის გაზიარებას, კომუნიკაციას და პროექტის მდგრადობას.BTU ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც UNESCO-ს “ინფორმაცია ყველასთვის” პროგრამის დაფინანსება მოიპოვა 2022 წლის კონკურსის მიმდინარეობისას.