წიგნის განხილვა და მიმოხილვა ,,Principles for Dealing with the Changing World Order”
მსოფლიო ბესტსელერი წიგნის ,,Principles for Dealing with the Changing World Order” განხილვა და საჯარო დისკუსია.
წიგნის ავტორია ამერიკელი მილიარდერი ინვესტორი, ჰეჯ-ფონდის მმართველი და მსოფლიოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფონდების პარტნიორი, რეი დალიო.
დაინტერესებულმა მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://cutt.ly/pSTlkCM
სპიკერები:
ნიკოლოზ შურღაია: ავტორი “ვიდეობლოგი წიგნებზე,” პაშა ბანკის გენერალური დირექტორი, საერთაშორისო მენეჯერი;
ვარლამ ებანოიძე: ფინანსისტი და საქართველოს დამლაგებელთა გილდიის Sadagi • სადაგი – თანადამფუძნებელი.
სადაგი საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომელიც მიზნად ისახავს თითოეული მოქალაქის გაერთიანებას ერთი იდეის გარშემო, რომ საქართველოს ბუნება ყველას საერთო სიმდიდრე და ერთობლივი საზრუნავია.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა წიგნის განხილვას, მეორე ნახევარში კი გაიმართება დისკუსია ქცევითი მეცნიერებისა და იდეების კონკურსის შესახებ. აღსანიშნავია რომ, კონკურსის მიზანია შემოქმედებითი იდეების შეკრება საქართველოს გარემოს სისუფთავის გასაუმჯობესებლად.
➡ ღონისძიება გაიმართება Online ფორმატში
➡ თარიღი და დრო: 31 მარტი, 17:00 საათი