წარმატებული კომუნიკაცია ხშირად იწყება სწორად შერჩეული და დასამახსოვრებელი მესიჯით. ეს ქეისი მიმოიხილავს, როგორ იყენებენ მეცნიერები ფსიქოლოგიურ კვლევებს ეფექტური მესიჯების შესაქმნელად, რომლებიც ხანგრძლივად რჩება ადამიანის გონებაში. განხილულია საუკეთესო პრაქტიკა და მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ეს მიდგომა ბიზნესში კომუნიკაციის გასაძლიერებლად და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად.
ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები
წარმოიდგინეთ, რომ შეხვედრაზე იმყოფებით, სადაც ვიღაც პრეზენტაციას აკეთებს. თემა საინტერესო ჩანს, პრეზენტატორი კარგად ახერხებს ინფორმაციის გადმოცემას. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წუთში, იწყებთ განვლილი თემის გახსენებას. თუმცა,იხსენებთ უგემურ ყავას, ოთახში სიცივესა და პრეზენტატორის ვარდისფერ ჰალსტუხს, მაგრამ ვერ იხსენებთ, რაზე საუბრობდა ის.
ასეთი რამ საკმაოდ გავრცელებულია და მიზეზი მეხსიერების მუშაობის ბუნებაში უნდა ვეძებოთ. ადამიანის მეხსიერება, კვლევის მიხედვით, ხშირად ინახავს გამოცდილების მხოლოდ მცირე ნაწილს და ის, რაც გვეხსომება, მომავალ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვნად განაპირობებს. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატის, დანიელ კაჰნემანის, სიტყვებით შეიძლება შევაჯამოთ: „ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება იმ ნაწილს, რასაც ვიმახსოვრებთ“. ამიტომ, თუ გვსურს, რომ ჩვენს მესიჯს გავლენა ჰქონდეს, ის მეხსიერებაში უნდა დარჩეს.
რა ქმნის დასამახსოვრებელ მესიჯს?
დამახსოვრებისათვის ეფექტური კომუნიკაციისათვის შესაძლებელია მრავალი წლის კვლევის შედეგებზე დამყარებული გამოცდილების გამოყენება. მეცნიერება აჩვენებს, რომ არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ეფექტური მესიჯების გადმოცემის დროს შეიძლება გამოვიყენოთ. ეს არის მეხსიერების მეცნიერების ოთხი ძირითადი პრინციპი, რომლებიც უზრუნველყოფს იმ ინფორმაციას, რომელიც ადამიანების გონებაში სამუდამოდ დარჩება.
- ინფორმაციის დაყოფა (Chunking)
ადამიანის ტვინი ერთდროულად მხოლოდ ინფორმაციის რამდენიმე ნაწილს ინახავს მეხსიერებაში — ჩვეულებრივ, 3-4 ნაწილს. ეს შეზღუდვა ცვლის იმაზე წარმოდგენას, რამდენად ბევრი ინფორმაცია შეიძლება ერთბაშად დავიმახსოვროთ. თუმცა, ამ ბარიერის გვერდის ავლა შესაძლებელია ინფორმაციის დაყოფის ტექნიკით, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის შეჯამებას და ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებას. ამ მიდგომით, მსმენელი შეძლებს, ერთმანეთთან დააკავშიროს მიღებული ინფორმაცია და ის კონტექსტში ჩასვას.
მაგალითად, მეხსიერების გასაუმჯობესებელი რჩევები შეიძლება გრძელი სია იყოს, თუმცა, უფრო ეფექტურია იმის თქმა, რომ „ტვინი სხეულის ნაწილია და რაც კარგია სხეულისთვის, კარგია მეხსიერებისთვისაც“. ამის შემდეგ კონკრეტული რჩევები შეიძლება დაიყოს კატეგორიებად, როგორიცაა ჯანსაღი კვება, ვარჯიში, საკმარისი ძილი და ა.შ.
- გახადე კონრეტული (Make it Concrete)
აბსტრაქტული იდეების დამახსოვრება რთულია. ადამიანებისთვის რთულია დაიმახსოვრონ ისეთი ცნებები, როგორებიცაა „სამართლიანობა“ ან „თავისუფლება“, რადგან ისინი ნაკლებად ვიზუალურია. ამიტომ, კონკრეტული მაგალითების გამოყენება უფრო ეფექტურია. კონკრეტული მაგალითები ეხმარება მსმენელს, უკეთ დაინახოს ის, რაზეც ვსაუბრობთ და დაამყაროს კავშირი მეხსიერებაში.
ისტორიები, რომლებიც შეიცავს კონკრეტულ და ვიზუალურ დეტალებს, დასამახსოვრებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ წიგნში განხილულია, რატომ რჩება ზოგიერთი რამ მეხსიერებაში უფრო ხანგრძლივად, მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ ემოციური ან პირადი ისტორია, რომელიც იწვევს რეალურ ემოციურ რეაქციას და ამ გზით აუდიტორიას უფრო დიდხანს ახსოვს. ეს კონკრეტული მაგალითები და ვიზუალური დეტალები ამარტივებს ინფორმაციის დამახსოვრებას.
- ინფორმაციის გახსენება (Provide Callbacks)
გამეორება მეხსიერების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ინფორმაციის გახსენება აიოლებს მის დამახსოვრებას და საჭირო დროს გახსენებას. კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანები სწავლობენ ახალ სიტყვებს ან ცნებებს და შემდეგ მათ გახსენებას ცდილობენ, ეს უფრო ძლიერ კავშირებს ქმნის ტვინში.
როცა განმეორებით ვახსენებთ ადრინდელ ინფორმაციას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი დროისა და კონტექსტის შერჩევა. მაგალითად, პრეზენტაციის ან წიგნის ფარგლებში, თითოეული ახალი ნაწილი შეიძლება დაეფუძნოს წინა თავებს, რაც ინფორმაციის სტრუქტურას ქმნის და აერთიანებს მას. ეს აუდიტორიას ეხმარება ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში და მისი გახსენების პროცესს ამარტივებს.
- აღძარი ცნობისმოყვარეობა (Spark Curiosity)
ცნობისმოყვარეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეხსიერების პროცესში. როცა ტვინი აწყდება კითხვას ან პრობლემას, რომელზე სწრაფი პასუხიც არ არსებობს, ის იწყებს აქტიურ მუშაობას. ცნობისმოყვარეობის გაღვიძება ხდება ტვინის აქტივობის ზრდით და ეს პროცესი ხელს უწყობს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას.
დაუმთავრებელი ან მოულოდნელი კითხვები მსმენელთა ყურადღებას იპყრობს და მათ ცნობისმოყვარეობას აღვიძებს. ეს შეიძლება იყოს მთავარი სტრატეგია, რომლითაც პრეზენტატორი ან ავტორი ყურადღებას იპყრობს და აუდიტორიას აძლევს მოტივაციას, ბოლომდე მოუსმინოს ან წაიკითხოს ინფორმაცია.
დასკვნა
სასარგებლო და ეფექტური კომუნიკაციისათვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის ისე გადმოცემა, რომ ის დარჩეს მეხსიერებაში. ამისთვის შესაძლებელია მეხსიერების მეცნიერების გამოყენება, რომელიც დაფუძნებულია მრავალწლიან კვლევებზე და მუშაობს როგორც პირად, ისე პროფესიულ გარემოში. მთავარი პრინციპებია ინფორმაციის სტრუქტურირება, კონკრეტული მაგალითების გამოყენება, ინფორმაციის გახსენება და ცნობისმოყვარეობის გაღვიძება.
წყარო: Harvard Business Review