Tripify.co
სტარტაპ სტატუსის გამარჯვებული გუნდი
გუნდის წევრები: ლუკა ჯაჯანიძე, ნიკოლოზ წაქაძე
Tripify.co ქმნის სამოგზაურო დაგეგმარების პლატფორმას მსოფლიო მოგზაურებისთვის ყველა ტურისტული სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანებით. მოგზაურს აქვს საშუალება ააგოს და დააოპტიმიზოს საკუთარი ტური ნაბიჯ-ნაბიჯ , ან დააგენერიროს უნიკალური ტური ინტერესებსა და ბიუჯეტზე დაყრდნობით. არსებულ რეალობაში ტურის დაგეგმარება ასოცირდება დროის, ფულის და ენერგიის ხარჯვასთან, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მოგზაურის დემოტივაციას, ჩვენი მიზანი კი მოგზაურობის დაგეგმარების სასიამოვნო პროცესად გარდაქმნაა.