ტრენინგი სტუდენტებისთვის ბიზნეს კომუნიკაციებში
საჩუქრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ტრენინგი ბიზნეს კომუნიკაციებში !
კარიერული განვითარება წარმოუდგენელია კომუნიკაციების უნარ-ჩვევების განვითარების გარეშე, დამსაქმებელთა გამოკითხვებიც ხშირად გვიჩვენებს, რომ კომუნიკაციის უნარები კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასურველ პოზიციაზე მოსახვედრად.
ბიზნეს კომუნიკაციის სატრეინინგო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეს ექნება უნარი სწორად და მიზანმიმართულად შეადგინოს რეზიუმე, ეცოდინება თუ როგორ წარმოაჩინოს საკუთარი თავი გასაუბრებაზე და მოახდინოს სამუშაოს ძიების ციფრული ოპტიმიზაცია.
გარდა ამისა, სტუდენტები ისწავლიან პრეზენტაციის მომზადებისათვის აუცილებლ კომპონენტებს. იქნება საუბარი ხშირად დაშვებულ შეცდომებზე.
ტრეინინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები გაივლიან სიმულაციურ გასაუბრებრებას პოტენციურ დამსაქმებლებთან.
შედეგების შეფასების შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრეინინგის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს დასაქმებაში და მისცეს სწორი მიმართულება, როგორც სამუშაოს ძიების ასევე საკუთარი თავის წარმოჩენის პროცესში.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 27 სექტემბერს 13:00 საათზე სამუშაო სივრცეში
რეგისტრაციის გასავლელად გადადით მბულზე : http://bit.do/faCrM