
ტრენინგი მეწარმე ქალთა გაძლიერებისთვის
ფინანსური გეგმის შემუშავება, ფინანსების მართვა და წვდომა ფინანსებთან – უფასო ტრენინგს ბენეფიციარი მეწარმე ქალები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტისგან მიიღებენ. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი BTU, COVID-19 -ის პანდემიის პირობებში ვებინარს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, SavvY Consulting-თან პარტნიორობით გამართავს.
გადამზადდება პირველი 100 ბენეფიციარი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას.
ტრენინგი ჩატარდება 23 აპრილს 19:00 საათზე. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მასალა განთავსდება სოციალურ მედიაში და იქნება ხელმისაწვდომი ყველა მსურველისთვის. ტრენინგს ჩაატარებს: SavvY Consulting-ის მმართველი პარტნიორი: მარიამ ქოიავა – HBX, ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, ACCA-ს წევრი.
ქალთა როლის გასაძლიერებლად მეწარმეობის და ტექნოლოგიების მიმართულებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს. ასეთებია კოდინგის სკოლა ქალებისთვის, იდეათონი ქალთა სამეწარმეო აქტივობის მხარდასაჭერად და სხვა.
