![თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” ჩვენი ახალი პარტნიორია 1 6ac19fea8f7e66ac9fd2ac906080bace](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/6ac19fea8f7e66ac9fd2ac906080bace.jpg)
თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” ჩვენი ახალი პარტნიორია
თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორმა “სპარკმა” და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყეს.
თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი – “სპარკი” და BTU პროექტის ფარგლებში ახალ აქტივობებს ერთობლივად განახორციელებენ.
აქტივობები სტუდენტური სტარტაპ იდეების აქსელერაციას, სტარაპების დემო დღეზე მონაწილეობას, სწავლების
მოდულის ახალი ლიტერატურული რესურსებით მხარდაჭერას და მოდულის სწავლებისთვის აკადემიური გუნდის სისტემატიურ შევსებას მოიცავს.