თბილისის კრეატიული ცენტრის ფარგლებში Boot Camp-ის შეხვედრები სტარტაპერებთან დაიწყო.
თბილისის კრეატიული ცენტრის ფარგლებში Boot Camp-ის შეხვედრები სტარტაპერებთან დაიწყო.
თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.
Boot Camp – ის ფარგლებში სტარტაპერებს აქვთ შესაძლებლობა, ინტენსიურ რეჟიმში იმუშაონ თავიანთ სტარტაპებზე და ტრენერების ინდივიდუალური მიდგომებით მოიძიონ ყველა მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია უშვალოთ მათი სტარტაპის განვითარება და კომერციალიზაციისათვის.