თათია უდესიანი
თათია უდესიანი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და იკავებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის პოზიციას. 2022 წელს ის გახდა საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი.
თათია უდესიანს აქვს აუდიტორად მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. იგი მუშაობდა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში. ამჟამად იკავებს სსიპ – იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.
თათია უდესიანი ჩართულია საგანმანათლებლო, სატრენინგო და საკონსულტაციო საქმიანობაში და თანამშრომლობს, როგორც სხვადასხვა საგანმანთლებლო დაწესებულებთან, ასევე საჯარო და კერძო სექტორთან. ის ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს, თანაავტორობით გამოცემული აქვს სახელმძღვანელო – „შიდა აუდიტი“.