თამილა კეპულაძე
თამილა კეპულაძე არის ეკონომიკის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკის და მენეჯმენტის მიმართულებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერ-ეკონომისტთა ორგანიზაციის წევრი, ჯოზეფ ალოის შუმპეტერის საერთაშორისო საზოგადოების წევრი (გერმანია), საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის „კოოპერატიული კვლევითი ჯგუფის“ ასოცირებული წევრი (ჩეხეთი).
თამილა კეპულაძე წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ეკონომიკის მიმართულებით.
ამილა კეპულაძის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- 120-ზე მეტი პუბლიკაციის გამოქვეყნება საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო გამოცემებში (მ.შ. Scopus და Web of Sciences ინდექსის მქონე ჟურნალებში), 60-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება.
- Erasmus Mundus გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (იენა, გერმანია) მიწვევა ეკონომიკური ექსპერიმენტების ლაბორატორიის მუშაობის გაცნობისა და გერმანიის შრომის ბაზრის ფუნქციონირების შესასწავლად.
- Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მინჰოს უნივერსიტეტში (პორტუგალია) და არისტოტელეს უნივეერსიტეტში (საბერძნეთი) მიწვევა ლექციების წასაკითხად კორპორაციულ კულტურასა და შრომის ბაზრის გენდერულ თავისებურების მიმართულებით.
- საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მხარდაჭერით საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა და კვლევების ჩატარება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.
- სხვადასხვა დროს ჟურნალების: საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის „მოამბე“ და „ეკონომისტის“, “Equilibrium” Quarterly Journal of Economics and Economic Policy, (პოლონეთი), „Oeconomia Copernicana” (პოლონეთი), „Black Sea Scientific Journal of Academic Research“, „The Baltic Scientific Journals, Piretc, Proceeding Of The International Research Education & Training Centre“, „Comprehensive Research Journal of Education and General Studies (CRJEGS) “ (USA) და სხვ. სარედაქციო კომიტეტის წევრი ან რევიუვერი, ჟურნალ “Labor Market: the actual problems of theory and practice“ (USA) მოწვეული მთავარი რედაქტორი.
- 2010-2024 წლებში „ეკონომიკის“ სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობა. ოთხი დაცული (უმაღლესი შეფასებით) და ერთი წინადაცვა გავლილი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობა. ამჟამად თამილა კეპულაძე ხელმძღვანელობს დოქტორანტს, რომლის საკვლევი თემაა „ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა დასაქმებაზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში“.