თამარი მამნიაშვილი
თამარი მამნიაშვილი არის საჯარო მმართველობის დოქტორი, იგი, წლებია არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პარალელურად ლექციების კურსს კითხულობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე, პრაქტიკულ საქმიანობას კი ეწევა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორნიგის დეპარტამენტში. პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, მისი ძირითადი საკვლევი მიმართულებებია: საჯარო მმართველობის პრობლემები სამართალდამცავ (იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო) ორგანოებში, კონსტიტუციური ნორმების შესაბამისობა მიმდინარე კანონმდებლობებთან, რომლებიც ქმნიან სახელმწიფო მართვის სამართლებრივ საფუძვლებსა და ა.შ. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული აქვს მონაწილეობა სამეცნიერო კვლევით პროექტში „საინჟინრო სამართალი’’.
ბტუ-ს „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორის’’ სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის თამარ მამნიაშვილის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია: სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მის მიერ გამოქვეყნებულია ოცამდე სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობა აქვს მიღებული 14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.
თამარ მამნიაშვილი ასევე, არის გაეროს ECOSOC სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
თამარ მამნიაშვილის მიერ, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები სავსებით შეესაბამება ბტუ-ს სადოქტორო საგანმანათლებო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში’’ მიმართულებას, კეძოდ კი ,,ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი იუსტიციის სისტემაში“.