თამარ კბილაძე
თამარ კბილაძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. 2019, 2022, 2023 წლებში იგი გახლდათ კობლენცის უნივერსიტეტის (გერმანია) მოწვეული ლექტორი.
2022 წლიდან ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ლიეტუვა) ჟურნალ “ეკონომიკის” რეცენზენტი (ჟურნალი ინდექსირებულია სკოპუსის ბაზაში).
არის 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი პუბლიკაციის, 1 ორენოვანი მონოგრაფიის ავტორი, 15-მდე საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი, გერმანიის გაცვლის აკადემიური სამსახურის (DAAD)-ისა და ERASMUS -ის საგრანტო კონკურსების მრავალჯერადი ბენეფიციარი.
თ. კბილაძეს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, კერძოდ:
2023 წ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი – ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის;
2023 წ – ფულადი ჯილდო საერთაშორისო რეცენზირებად და მაღალ იმფაქტფაქტორის მქონე ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებისათვის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2016 წ – მადლობის სერტიფიკატი – ქ. ბარსელონაში, სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, ბიზნესისა და ეკონომიკის სესიის ხელმძღვანელობისთვის;
2015 წ – მადლობის სერტიფიკატი – ქ. პარიზში გამართულ კონფერენციაზე ,,ეკონომიკა, საზოგადოება და მენეჯმენტი’’, რომელიც ორგანიზებული იყო საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ, მისმა მოხსენებამ ,,ოპტიმალური საგადასახადო ტვირთის თეორიული და ემპირიული საფუძვლები საქართველოში’’ გაიმარჯვა ნომინაციაში ,,სესიის საუკეთესო მოხსენება’’;
თამარ კბილაძე არის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი (პრაღა, ჩეხეთი), ასევე, საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების კვლევითი ცენტრის (IEDRC) სარედაქციო კომიტეტის წევრი.
ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის თამარ კბილაძის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- გერმანიის მთავრობისა და აკადემიური გაცვლის სამსახურის საერთაშორისო საზაფხულო სკოლების აკადემიური კოორდინირება კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.